შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნოდარ ბეროძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1959 წელს. 1959–1962წწ. იყო ტყიბულის მედიცინის სანიტარული ნაწილის ქირურგი; 1962–1965წწ. მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის, უროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1965–1967წწ. I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი უროლოგი; 1967–1999წწ. უროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის მენჯის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია; სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს ექიმ–ორდინატორების მომზადებისა და მეცნიერ–თანამშრომლების მეცნიერულ–პრაქტიკულ მუშაობას. ექიმი–უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვალშიგნითა ფლებოგრაფია მენჯის ღრუს ორგანოების სიმსივნური პროცესების დროს", დაიცვა 1968 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |