The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნოდარ ბეროძე

ნოდარ ბეროძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:უროლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1959 წელს.

1959–1962წწ. იყო ტყიბულის მედიცინის სანიტარული ნაწილის ქირურგი; 1962–1965წწ. მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის, უროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1965–1967წწ. I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი უროლოგი; 1967–1999წწ. უროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის მენჯის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია; სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს ექიმ–ორდინატორების მომზადებისა და მეცნიერ–თანამშრომლების მეცნიერულ–პრაქტიკულ მუშაობას. ექიმი–უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვალშიგნითა ფლებოგრაფია მენჯის ღრუს ორგანოების სიმსივნური პროცესების დროს", დაიცვა 1968 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • თბილისის უროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • რესპუბლიკის უროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ქუთაისის საზოგადოება "ქუთაისელი", წევრი