The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გულნარა ჩაფიძე

გულნარა ჩაფიძე
Date of birth:4 November, 1930  (93 years)
Category:Cardiologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954–1958წწ. იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი–ორდინატორი; 1958–1961წწ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1962–1963წწ. საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1963–1975წწ. ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1975 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელი; 1992 წლიდან კი გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 1994 წლიდან - აკად. გულნარა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი. ავტორია 12 პატენტირებული გამოგონების და 259 სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი თავისებურებანი ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1962 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და მიმდინარეობის პროგნოზირება".

Member of Organizations

  • მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი
  • მედიკო–სოციალური აკადემია, პრეზიდენტი
  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 2011 - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებით
  • 2011 - საუკუნის სახელის მფლობელი
    ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 1991 - ღირსების ორდენი
  • 1989 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი

Contacts Information

  • Business
    აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
    Address:თბილისი, ლუბლიანას ქ. 4
    Phone:(995 32) 240 23 17
    E-mail:
    WebSite:http://www.chapidzecenter.ge