შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვასილ ბაბუხადია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1938 წელს. II მსოფლიო ომის დროს იყო დივიზიის წამყვანი ქირურგი. 1946–1971წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის ზოგად ქირურგიულ კათედრაზე, 1971–1973წწ. იყო ამავე კათედრის პროფესორი, 1973 წლიდან კი უროლოგიის კათედრის გამგე. ვ. ბაბუხადია შეისწავლიდა თირკმლის პარენქიმის რეგენერაციას ჰიდრონეფროზის პირობებში, შარდ-კენჭოვან დაავადებას, საშარდე გზების ინფექციას, წინამდებარე ჯირკვლის ადენომას. იკვლევდა საექიმო ეთიკისა და დეონტოლოგიის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1967), პროფესორი(1972). ქირურგ-უროლოგი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |