The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვასილ ბაბუხადია

ვასილ ბაბუხადია
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1994  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:უროლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1938 წელს.

II მსოფლიო ომის დროს იყო დივიზიის წამყვანი ქირურგი. 1946–1971წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის ზოგად ქირურგიულ კათედრაზე, 1971–1973წწ. იყო ამავე კათედრის პროფესორი, 1973 წლიდან კი უროლოგიის კათედრის გამგე. ვ. ბაბუხადია შეისწავლიდა თირკმლის პარენქიმის რეგენერაციას ჰიდრონეფროზის პირობებში, შარდ-კენჭოვან დაავადებას, საშარდე გზების ინფექციას, წინამდებარე ჯირკვლის ადენომას. იკვლევდა საექიმო ეთიკისა და დეონტოლოგიის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1967), პროფესორი(1972). ქირურგ-უროლოგი. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1978 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია