The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნელი ბადრიაშვილი

დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს.

1974–1977წწ. იყო რუსთავის ბავშვთა 2–ე პოლიკლინიკის უბნის ექიმი; 1977–1979წწ. კლინიკური ორდინატორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1979–1981წწ. რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1981 წლიდან მუშაობდა თბილისში ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასისტენტად. ავტორია 27 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მუკოვისციდოზის კლინიკის, პათომორფოლოგიის, ჰემატოლოგიის, მემბრანოლოგიის კლინიკის საკითხებს. ავტორია მონოგრაფიისა - "Муковисцидоз у детей" (1990). არის პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტების სტრუქტურულ–ფუნქციური თავისებურებების კლინიკური მნიშვნელობა მუკოვისციდოზით დაავადებულ ბავშვებში", დაიცვა 1988 წელს.