The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბადრი ბადრიძე

დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1982წწ. მუშაობდა გორის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1982–1986წწ. ახალციხის რაიონის ქ. ვალეს მედ. სან. ნაწილის ქირურგიულ განყოფილებაში; 1986–1988წწ. იყო თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ფილტვის ქირურგიის განყოფილების კლინიკური ორდინატორი; 1988 წლიდან ამავე განყოფილების ექიმი–ორდინატორი. ავტორია 9 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ფილტვებიდან სისხლდენისა და არასპეციფიკური ჩირქოვანი პროცესების მკურნალობას. არის ფილტვის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვებიდან სისხლდენის სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობის შედარებითი შეფასება", დაიცვა 1995 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • ქირურგიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
    1992–1993წწ. აფხაზეთის ომში მონაწილეობისათვის