შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვიოლეტა ბექაური![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1971 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონის ცენტრალურ სამსახურში; 1971–1985 წლებში იყო აკად. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან კარდიოლოგიის ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პერიოდში მკურნალობის და პროფილაქტიკის სხვადასხვა ასპექტებს. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის კარდიოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მარცხენა პარკუჭის კუმშვადი ფუნქციის დინამიკა გლუკოზა–ინსულინი–კალიუმით მკურნალობის ფონზე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს", დაიცვა 1985 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |