The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინე ბაიდაური

მარინე ბაიდაური
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თელავში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1990 წელს, სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1993 წელს.

1992–1995წწ. იყო ახმეტის სკოლა–ინტერნატის ექიმი–თერაპევტი; 1995 წელს ახმეტის რაი–საავადმყოფოს ექიმი–რეანიმატოლოგი; 1995–1997წწ. რეანიმაციული განყოფილების გამგე; 1998 წლიდან თერაპიული განყოფილების ინტენსიური თერაპიის ექიმი. ავტორია 4 სამეცნიერო ნაშრომის ქოლესტაზის პირობებში ღვიძლის ქსოვილის დაზიანებისა და მისი ფარმაკოლოგიური დაცვის პრობლემების შესახებ. არის ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პრეპარატ პლაფერონი ლბ1–ის გავლენა იმუნოლოგიურ მაჩვენებლებსა და ჰეპატოციტების მორფო–ფუნქციურ მდგომარეობაზე მექანიკური სიყვითლის დროს", დაიცვა 1994 წელს.