The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნოდარ ბაკაშვილი

დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1954  (69 წლის)
კატეგორია:რადიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1982–1988წწ. იყო მოსკოვის ა. მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ანგიო–რენტგენოლოგიური განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1988–1990წწ. ამავე განყოფილების უფროსი; 1991 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი–კარდიოლოგი, რადიოლოგ–რენტგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკო–ანგიოგრაფიული დახასიათება გულის იშემიური დაავადების დროს მოხუცების (60 წელს გადაცილებულ) ასაკში",  დაიცვა 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოსკოვის კარდიოლოგიური და რენტგენო–ანგიოგრაფიული სხივური დიაგნოსტიკის სამედიცინო საზოგადოება, წევრი