Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ლევან ბარამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს. 1989–1990წწ. იყო ცენტრალური კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფოს აბდომინალური ქირურგიის განყოფილების ინტერნი; 1990 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი; 1995 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილებას. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ენდომეტრიოზის და პოლიკისტოზის დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრობლემებს. ექიმი–რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მცირე და საშუალო ფორმის ენდომეტროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით", დაიცვა 1997 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |