შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
პალადიონ ბარელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჭიათურის რაიონი, სოფელი პრევისა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. 1942–1946წწ. იყო 198–ე მსროლელი დივიზიის მთავარი ექიმი; 1947–1949წწ. საავიაციო არმიის სამხედრო ნაწილის მთავარი ექიმი; 1949–1955წწ. საავიაციო არმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ოტოლარინგოლოგი; 1955–1968წწ. ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის ოტოლარინგოლოგიის კათედრის დოცენტი; 1968–1969წწ. საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1973წწ. პედიატრიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1963–1964წწ. სპეციალური დავალებით მივლინებული იყო კუბის რესპუბლიკის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში.; 1972 წელს იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა მთავარი ლარინგოლოგი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. ყელ–ყურ–ცხვირის ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, სამედიცინო სამსახურის პოდპოლკოვნიკი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "О функциональной роли высших отделов центральной нервной системы при вестибулярном отборе", დაიცვა 1963 წელს ლენინგრადში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |