შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვახტანგ ბარკალაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1977–1978წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში; 1978 წლიდან აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. 1981-1984 წწ. ასპირანტურაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1985-2007 წწ. მუშაობდა აკად. კ.ვ. ჩაჩავას სახ. პერინატოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006 წლიდან იყო ინსტიტუტის I სამენაო განყოფილების ხელმძღვანელი. 2007 წლიდან დღემდე შ.პ.ს “დავით გაგუას კლინიკა” გენერალური დირექტორის მოადგილე, სტაციონარული სექტორის ხელმძღვანელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერ–თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ც.ნ.ს. განვითარების მანკების სიხშირე საქ. სსრ–ში და მისი პროფილაქტიკის გზები". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |