The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვახტანგ ბარკალაია

ვახტანგ ბარკალაია
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1977–1978წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში; 1978 წლიდან აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. 1981-1984 წწ. ასპირანტურაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1985-2007 წწ. მუშაობდა აკად. კ.ვ. ჩაჩავას სახ. პერინატოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006 წლიდან იყო ინსტიტუტის I სამენაო განყოფილების ხელმძღვანელი. 2007 წლიდან დღემდე შ.პ.ს “დავით გაგუას კლინიკა” გენერალური დირექტორის მოადგილე, სტაციონარული სექტორის ხელმძღვანელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ც.ნ.ს. განვითარების მანკების სიხშირე საქ. სსრ–ში და მისი პროფილაქტიკის გზები".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეან-გინეკოლოგთა კავშირი, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    დავით გაგუას კლინიკა
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ. 2/6
    ტელეფონი:(+995 32) 53 22 21; (+995 32) 53 23 30
    ელ.ფოსტა: