The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გოგი ბატიაშვილი

გოგი ბატიაშვილი
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1944  (81 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თელავის რაიონი, სოფელი წინანდალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1967–1968წწ. იყო ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურის სასოფლო ამბულატორიის გამგე; 1968–1987წწ. აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1994წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სამამულო და უცხოური პრეპარატების კლინიკურ და ექსპერიმენტულ აპრობაციას. ეკუთვნის ერთი საავტორო უფლება. ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მცენარეული ციტოქრომი C გავლენა მიოკარდიუმის შეკუმშვად ფუნქციასა და ენერგეტიკულ ცვლაზე გულის სხვადასხვა ექსპერიმენტული პათოლოგიების დროს", დაიცვა 1985 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ფარმაკოლოგთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი