შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლელა ბაქანიძე
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1979 წელს. 1979–1988წწ. იყო შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის განსაკუთრებით საშიში ვირუსული ინფექციების ლაბორატორიის ექიმი–ვირუსოლოგი; 1988–1992წწ. ამავე სადგურის ექიმი–ვირუსოლოგი; 1992–1998წწ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ელ. მიკროსკოპის ლაბორატორიის გამგე; 1998 წლიდან ამავე ცენტრის საინფორმაციო ცენრტის გამგე. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ვირუსების სტრუქტურას და მორფოლოგენეზს. დასტამბული აქვს ერთი მონოგრაფია. არის ექიმი–ვირუსოლოგი, მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ტოგა და რეტროვირუსის სტრუქტურა და მორფოგენეზი და შერეული ინფექციების პირობები", დაიცვა 1988 წელს მოსკოვში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |