The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



აკაკი ბაქრაძე

დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1890
გარდაცვ. თარიღი:30 იანვარი, 1979  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი ხეითი. 

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1920 წელს.

1921 წლიდან მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებისა და კლინიკების გინეკოლოგიურ განყოფილებებში; 1957–1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი; 1947–1977წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული IV მთავარი სამმართველოს საავადმყოფო–პოლიკლინიკის კონსულტანტი; დაამუშავა ენდოკრინული ჯირკვლის–ყვითელი სხეულის სტიმულაციის მეთოდიკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1955), პროფესორი(1957).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე