შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
არჩილ ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1985–1987წწ. იყო ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988–1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო სექსოლოგიის კათედრის დამაარსებელი და გამგე; 1989–1996წწ. სექსოპათოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი; 1996 წლიდან "ლიგა"–ს გენერალური დირექტორი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის სექსუალური მოშლილობის მკურნალობის პრობლემებზე. ექიმი–სექსოპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არტერიული იმპოტენციის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდების ჰემოდინამიკური შეფასება", დაიცვა 1987 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |