The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



არჩილ ბაქრაძე

არჩილ ბაქრაძე
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:სექსოპათოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1985–1987წწ. იყო ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988–1995წწ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო სექსოლოგიის კათედრის დამაარსებელი და გამგე; 1989–1996წწ. სექსოპათოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი; 1996 წლიდან "ლიგა"–ს გენერალური დირექტორი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის სექსუალური მოშლილობის მკურნალობის პრობლემებზე. ექიმი–სექსოპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

 საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არტერიული იმპოტენციის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდების ჰემოდინამიკური შეფასება",  დაიცვა 1987 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იმპოტენციის მკურნალ ექიმთა საერთაშორისო საზოგადოებია(ცენტრი კოპენჰაგენი), წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ლიგა
    მისამართი:თბილისი, თაბუკაშვილის 19ა
    ტელეფონი:2 32 21 21