The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ილია ბაქრაძე

დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1941  (82 წლის)
კატეგორია:პროქტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1968წწ. იყო რუსთავის ქიმ–კომბინატის მედიცინის სანიტარული ნაწილის ქირურგი; 1968–1970წწ. უროლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1970–1974წწ. მოსკოვის პროქტოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1975–1987წწ. ერევნის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პროქტოლოგიის კათედრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1985 წლიდან – დოცენტი, 1992 წლიდან – ამავე კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 1999 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომის მსხვილი ნაწლავის პათოლოგიაზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი–პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუასილის პათოგენეზის და მკურნალობის საკითხები", დაიცვა 1974 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის და ქირურგიული მკურნალობის გაუმჯობესების გზები", დაიცვა 1999 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ კოლოპროქტოლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი
  • სამხედრო სამედიცინო აკადემია, წევრი
  • საქართველოს ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1998 - ღირსების მედალი