The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლალი ბაქრაძე

ლალი ბაქრაძე
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაბადების  ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1975 წელს.

1975–1978წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა კათედრის   ასპირანტი; 1978–1983წწ. ამავე კათედრის ასისტენტი, 1983–1995წწ. უფროსი მასწავლებელი. 1995  წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილაკტიკური მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შრომის ჰიგიენას, შრომის ფიზიოლოგიას, სამრეწველო ტოკსიკოლოგიას. ექიმ-ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დარიშხანის წარმოების მუშათა შრომის ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა", დაიცვა 1994  წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ჰიგიენისტთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • გარემოს მედიცინის საფუძვლები (რედაქტორი). - თბილისი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 2014. - 220 გვ.. - ISBN: 978-9941-0-5879-0
  • შრომის ჰიგიენა : თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის (შემდგენელი). - თბილისი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 2013. - 676 გვ.. - ISBN: 978-9941-0-5165-4
  • ჯანსაღი კვება და ჯანმრთელი სიბერე (რედაქტორი). - თბილისი, 2013. - ISBN: 978-9941-0-5282-8
  • ბუნებრივი გარემოს ჰიგიენა : თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2012. - 612 გვ.. - ISBN: 978-9941-0-4187-7
  • ხელოვნური გარემოს ჰიგიენა : თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (რედაქტორი). - თბილისი, 2012. - 421 გვ.. - ISBN: 978-9941-0-4186-0
  • შრომის ჰიგიენა : სახელმძღვ. ლაბორატ-პრაქტ. სამუშაოებისათვის (ავტორი). - თბილისი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011. - 448 გვ.. - ISBN: 978-9941-0-3361-2
  • შრომის ჰიგიენა : ლაბორატორიულ-პრაქტიკული სახელმძღვ. სამედ. სპეც. სტუდ.. - თბილისი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009. - 281 გვ.. - ISBN: 978-9941-0-1307-2