შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლალი ბაქრაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1975 წელს. 1975–1978წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა კათედრის ასპირანტი; 1978–1983წწ. ამავე კათედრის ასისტენტი, 1983–1995წწ. უფროსი მასწავლებელი. 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილაკტიკური მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შრომის ჰიგიენას, შრომის ფიზიოლოგიას, სამრეწველო ტოკსიკოლოგიას. ექიმ-ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დარიშხანის წარმოების მუშათა შრომის ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა", დაიცვა 1994 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |