The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნოდარ ბაქრაძე

ნოდარ ბაქრაძე
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959–1965წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1965–1971წწ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის დოცენტი; 1971–1978წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა კათედრის პროფესორი; 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის პოლიკლინიკური და გადაუდებელი დახმარების კათედრის გამგე. ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 21 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის პრესაში. იყო თბილისის საერო სამედიცინო ინსტიტუტის "ცოდნის" რექტორი. ექიმი პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის გამტარი სისტემის ნატიფი ჰისტოქიმიური ცვლილებების შესახებ გულის უკმარისობის დროს", დაიცვა 1964 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის გამტარი სისტემის კლინიკურ–მორფოლოგიური ცვლილებების შესახებ მიკროკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს", დაიცვა 1974 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის მედალი
  • ლენინის ორდენი