Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნოდარ ბაქრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959–1965წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1965–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის დოცენტი; 1971–1978წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა კათედრის პროფესორი; 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის პოლიკლინიკური და გადაუდებელი დახმარების კათედრის გამგე. ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 21 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის პრესაში. იყო თბილისის საერო სამედიცინო ინსტიტუტის "ცოდნის" რექტორი. ექიმი პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის გამტარი სისტემის ნატიფი ჰისტოქიმიური ცვლილებების შესახებ გულის უკმარისობის დროს", დაიცვა 1964 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის გამტარი სისტემის კლინიკურ–მორფოლოგიური ცვლილებების შესახებ მიკროკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს", დაიცვა 1974 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |