The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზივიბეგ ბიბილეიშვილი (ზივი)

ზივიბეგ ბიბილეიშვილი
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958–1959წწ. იყო კაჭრეთის რაისაავადმყოფოს, 1959–1962წწ. თბილისის N6 ქალთა კონსულტაციის, 1962–1968წწ. II სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი; 1968–1970წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის N2 კათედრის ასისტენტი, 1970-1977 წწ. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1977 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო, შემდეგ სამეცნიერო დარგში; 1985–1989წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი მეცნიერების დრგში, 1989-1996 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობს პერინატოლოგიის და ბავშვთა გინეკოლოგიის კურსს. ავტორია 100 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, არის 38 კლინიკური ორდინატორის, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისა და დოქტორის ხელმძღვანელ–კონსულტანტი, პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექიმი მეან–გინეკოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დედისა და ნაყოფის სისხლში ფერმენტების და მიკროელემენტების ცვლა ფიზიოლოგიური ორსულობის და მშობიარობის დროს", დაიცვა 1966 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამშობიარო მოქმედების სისუსტის მკურნალობა და ნაყოფის პერინატალური დაცვა", დაიცვა 1976 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ფონდი, პრეზიდენტი (1990-)
  • სრულიად საქართველოს მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი