The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დიანა ბაღათურია

დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1958  (66 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1982–1984წწ. იყო თბილისის N1 საავადმყოფოს ზოგადი რეანიმაციის განყოფილების ექიმი–რეანიმატოლოგი; 1984–1986წწ. მუშაობდა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში; 1986–1990წწ. ამავე ინსტიტუტში გაიარა მიზნობრივი, დასწრებული ასპირანტურის კურსი კარდიოლოგიის პროფილით; 1990–1992წწ. იყო თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. არის ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პარკუჭთა შუა ძგიდის დეფექტების ანატომო–ჰემოდინამიკური დიაგნოსტიკა ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით და დოპერექოკარდიოგრაფიით ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი