The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნატა ბაძოშვილი

Date of birth:12 July, 1912  (111 years)
Date of death:200?
Category:Dentist, Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო სამედიცინო ფაკულტეტი 1932 წელს.

1932–1938წწ. იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1938 წლიდან თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1941–1944წწ. სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი; 1946 წლიდან თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის ასისტენტი; 1953 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1954 წლიდან დოცენტი; 1974 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი; 1993 წლიდან კათედრის კონსულტანტი. ავტორია 98 სამეცნიერო ნაშრომის; 1955–1993წწ. სამეცნიერო პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტს. არის ყბა–სახის ქირურგი, სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 7 მედლის მფლობელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სანერწყვე ჯირკვლების კენჭოვანი დაავადება და მკურნალობა", დაიცვა 1944 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქვედა ყბის მოტეხილობის კომპრესიული აპარატით მკურნალობის მეთოდი", დაიცვა 1974 წელს.

Member of Organizations

  • მედიცინის დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი