The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გრიგოლ ბახტაძე (გივი)

დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1923  (102 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს.

1960–1970წწ. იყო ამავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის დოცენტი; 1970–1972წწ. კათედრის პროფესორი, 1973 წლიდან კათედრის გამგე; 1960–1969წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა სამხედრო–საველე თერაპიის კურსს; შეისწავლა ბრონქული ასთმის, არტერიული ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, წამლისმიერი დაავადებების, საკურნალო ფიზკულტურის საკითხები, თირკმლისმიერი დაავადებები; აღწერა მდებარეობითი ჰიპოტონია, დაადგინა გლიკოზიდების მოქმედება ინტერორეცეპტორებსა და უმაღლეს ნერვულ სისტემაზე. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1968), პროფესორი(1970).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია