შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე ბახუტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1983 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიომედიცინის განყოფილების გამგე. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება იმუნომამოდულირებელი პრეპარატების მოქმედების მექანიზმების შესწავლასა და სხვა პრობლემებს. არის ექიმი ალერგოლოგ–იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პრეპარატ პლაფერონის იმუნომამოდულირებელი მოქმედება", დაიცვა 1986 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "პრეპარატ პლაფერონის იმუნომამოდულირებელი მოქმედება ექსპერიმენტსა და კლინიკაში", დაიცვა 1991 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |