Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ვლადიმერ ბახუტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1957 წლიდან დაიწყო მისი პროფესიული მოღვაწეობა პრაქტიკოსი ექიმ-ინფექციონისტის თანამდებობაზე; 1966 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების განყოფილება, რომელსაც 1972 წლემდე ხელმძღვანელობდა; 1978 წლიდან მუშაობდა ჯერ ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში ბიოტექნოლოგიის განყოფილების გამგედ, ხოლო 1980 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. ვ. ბახუტაშვილის სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერესების სფერო მრავალმხრივი იყო, მოიცავდა შერეული ინფექციებისა და დიზენტერიის პათოგენეზის, ვირუსულ ინფექციათა გავრცელების, გნოტობიოლოგიის, ორგანოსადა ქსოვილის კულტურების გამოყენების ტრანსპლანტაციური იმუნიტეტის შესწავლას და სხვას. სიცოცხლისბოლო წლებში მუშაობდა აპოპტოზისა და ღეროვანი უჯრედების პრობლემებზე. იგი სამასზე მეტი სამეცნიერონაშრომის, რამოდენიმე სახის მედიკამენტის, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი პლაფერონის ავტორია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტოქსოპლაზმოზი", დაიცვა 1962 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "შიგელების უჯრედშიდა პარაზიტირების მნიშვნელობა და ვირუსული ინფექციების როლი დიზენტერიის პათოგენეზში", დაიცვა 1968 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |