The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



არჩილ ბეგიაშვილი

არჩილ ბეგიაშვილი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს.

1982–1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის ორდინატორი; 1984–1993წწ. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1993 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება დეპრესიის დიაგნოზს, კლინიკას, მკურნალობას. არის ექიმი–ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტიდეპრესანტების მკურნალობის შეფასების კლინიკურ–ლაბორატორიული კრიტერიუმები", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფსიქიატრთა ასოციაცია, წევრი
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    რეა - ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი
    მისამართი:თბილისი, ჭონქაძის 29
    ტელეფონი:(995 32) 933442; (995 32) 986171; 599 11 45 09
    ელ.ფოსტა: