The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მაგდანა ბეთანელი

მაგდანა ბეთანელი
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ტრანსფუზიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985–1987წწ. იყო ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1987–1997წწ. იმავე ინსტიტუტის სისხლის გრავიტაციული ქირურგიის განყოფილების ორდინატორი; 1997 წლიდან ამავე ინსტიტუტის კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი და სამედიცინო აკადემიის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 2 საავტორო უფლება გამოგონებაზე, 6 რაციონალური წინადადება. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. არის ექიმი–კლინიკური ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პრეზიდენტის I ხარისხის სტიპენდიანტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპლენექტომია, ჩვენებები, ტექნიკა, გართულებები", დაიცვა 1989 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კუჭის რეზექციის შემდეგ გეოლენალური და პილორანტრალური ტაკვის ნაკერთა უკმარისობა", დაიცვა 1995 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საბჭო, წევრი