The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ტატიანა ბელუხინა

დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1936  (87 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვოროშილოვგრადი.

დაამთავრა გორკის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1962–1965წწ. იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს ექიმი–ტრავმატოლოგი; 1965–1967წწ. თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1967–1970წწ. თბილისის რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1970–1977წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1977 წლიდან ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგიის განყოფილების ექიმი–ორდინატორი. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომის რადიობიოლოგიის პრობლემებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Некоторые биометрические показатели посттравматической регенерации слизистой желудка в условиях облучения", დაიცვა 1971 თბილისში.