The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლევან ბეჟანიძე

ლევან ბეჟანიძე
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ბათუმში. დაამთავრა კრასნოიარსკის (რუსეთი) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1981 წელს, სპეციალობა - სამკურნალო საქმე. 1974-1975წწ. კრასნოიარსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების საავადმყოფოს სანიტარი; 1981-1982წწ. ბათუმი სამშობიარო სახლის ინტერნი; 1982-1983წწ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი; 1983 წელს ბათუმის N3 საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი; 1983-1986წწ. სამშობიარო სახლის ექიმი ორდინატორი; 1986-1988წწ. აკ. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1984-2015  წლებში მუშაობდა  შპს „ბათუმის სამშობიარო სახლში“ სხვადასხვა პოზიციაზე: იყო ექიმი მეან-გინეკოლოგი (1984-1988 წწ.), პირველი სამეანო განყოფილების გამგე (1988-2005 წწ.),  მთავარი ექიმი (2005-2014 წწ.); 2014 წლიდან დღემდე არის შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“  დირექტორი; მინიჭებული აქვს მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი; არის  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი;

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები", წევრი (2016-)
  • საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ღირსების ორდენი