The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ ბერაძე

დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 1980  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1929 წელს.

1950–1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 1960–1971წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის გამგე; 1960–1970წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ოფთალმოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი(1945), დოცენტი(1949). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ოფთალმოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1964-1970)
  • ქართული ენციკლოპედიის მედიცინის რედაქციის ოფთალმოლოგიის სექცია, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია

  • თვალის დაავადებები : სახელმძღვანელო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1987. - 430 გვ.