The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დარია ბერეჟიანი

დარია ბერეჟიანი
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1897
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 1983  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1923 წელს.

1939–1940წწ. სსრკ–ფინეთის ომის დროს მუშაობდა სამხედრო–საველე ჰოსპიტალში ქირურგად; 1941–1943წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის პროფესორი; 1943–1974სს. ამავე კათედრის გამგე, 1974 წლიდან მეცნიერ–კონსულტანტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1941). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია