The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რიმა ბერიაშვილი

რიმა ბერიაშვილი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980–1982წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983–1995წწ. კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი და 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა  განყოფილების გამგე. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის ნეიროგლიის, სიბერის, ჰიპოქსიის, მიელინიზაციის პრობლემებზე. სტაჟირება გაიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემორის უნივერსიტეტში. ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცალკეული ფორმის გლიური უჯრედების მორფო–ფუნქციური თავისებურებანი დაბერების პროცესში" დაიცვა 1990 წელს.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ათეროსკლეროზის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • გულის იშემიური ავადმყოფობის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი