შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ანზია ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1961 წელს. 1961–1965წწ. იყო თიანეთის რაიონის პედიატრი; 1965 წლიდან აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ინფუზურ–ტრანსფუზიული თერაპიის გავლენას ტრავმული შოკების დროს. არის ექიმი ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, ნორმალური ფიზიოლოგიის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის ტრანსფუზიული თერაპიის ექსპერიმენტული დასაბუთება", დაიცვა 1982 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |