შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნუნუ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ლენინგრადის ი. პავლოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1978წწ. იყო თბილისის 26–ე პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1978–1986წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან კარდიოლოგიის ინსტიტუტის ნივთიერებათა ცვლის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის და ჰიპერტენზიის რისკის ჯგუფების გამოვლენას ჯანმრთელ მოსახლეობაში, სიმსუქნისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრობლემებს, ორსულთა დიაბეტს. ექიმი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინსულინის, გლუკოზის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ტრიგლიცედების დონე სხვადასხვა ტიპის სიმსუქნის დროს", დაიცვა 1985 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |