The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კახა ბესელია

კახა ბესელია
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1984–1991წწ. იყო მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1992 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის გულის ქირურგიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება იშემიური დაავადების ქირურგიულ მკურნალობას. ექიმი–კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის უკმარისობით გართულებული გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის შედეგები", დაიცვა 1991 წელს მოსკოვში.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    მისამართი:ქუთაისი , ჯავახიშვილის ქ. 83ა
    ტელეფონი:995 431 25 18 31; 995 431 25 16 19; 598 36 46 47
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:http://www.geonmc.ge