The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



აბრაამ ბინიაშვილი

აბრაამ ბინიაშვილი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1972 წელს დაამთავრა მოსკოვის მე-2 სამედიცინო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1972-1973 წლებში მუშაობდა ქირურგად ქარელის საავადმყოფოში. 1973-1978 წლებში იყო თბილისის მე-2 საავადმყოფოს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. 1978 წლიდან - მე-9 საავადმყოფოს ექიმი-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ასევე დიპლიმისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კლინიკაში ექიმ-ანესთეზიოლოგად. უმაღლესი კატეგორია.