The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თინათინ ბიგვავა

თინათინ ბიგვავა
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1952  (65 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1976 წელს.

1977 წელს გაიარა ინტერნატურა პედიატრიის ს/კ ინსტიტუტში.

1977–1978წწ. იყო ბორჯომის ექიმი–პედიატრი; 1978–1982წწ. დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკური დახმარების სამმართველოს უფროსი ინსპექტორი; 1982 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახალშობილთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ახალშობილთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებს, სიკვდილიანობის ჩათვლით. ექიმი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აქვს 7 სამეცნიერო ნაშრომი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "'ნეონატალური სიკვდილიანობის თავისებურებანი ქ. თბილისში", დაიცვა 1997 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი