The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თეიმურაზ ბიბილურიძე

თეიმურაზ ბიბილურიძე
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1958  (60 წლის)
კატეგორია:პედიატრი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. დაამთავრა ლენინგრადის პედიატრიული სამედიცინო ინსტიტუტი. 1985-1987 წლებში - ქ. კალინინი, ქ. ტორჟოკის საოლქო, შემდეგ ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგი. 1988 წლიდან - ქ. ტყიბულის საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგი. 1988-1991 წლებში - საქართველოს საზღვაო სანაოსნო - შორეული ნაოსნობის ექიმი. 1992-1994 წლებში - ქუთაისის ჩვილ ბავშვთა სახლის მთავარი ექიმი. 1994-1997 წლებში - საექიმო ფისკულტურის დისპანსერის ქირურგი. 1997 წლიდან - ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ქირურგ-კონსულტანტი.