The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინე ბოგველიშვილი

მარინე ბოგველიშვილი
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ტრანსფუზიოლოგი, ჰემატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1973წწ. იყო თელავისა და რუსთავის სასწრაფო დახმარების ექიმი; 1973–1975წწ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1975–1985წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1996 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის კლინიკურ–დისპანსერული სამეცნიერო განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 53 სამეცნიერო ნაშრომის კლინიკური და ექსპერიმენტული ჰემოსტაზიოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. 1994–1996წწ. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა კლინიკურ ორდინატორებს. ექიმი–ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰეპატო–ლიენური სისტემის როლი თრომბოციტოპიების რეგულაციის მექანიზმში",  დაიცვა 1980 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მედიკო–სოციალური რეაბილიტაცია, პროგნოზი და სიცოცხლის ხანგრძლივობა მიელოპიოლიფერაციული დაავადებების დროს", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ასოციაცია, წევრი