The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლეონიდე ბოკერია

ლეონიდე ბოკერია
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი 1965 წელს.

1968 წლიდან იყო სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ა. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი– თანამშრომელი, 1974 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჰიპერბარული ოქსიგენაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1994 წლიდან არის მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი.  ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1975).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1994-)
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2011-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - რუსეთის მთავრობის პრემია
  • 2002 - რსფსრ სახელმწიფო პრემია
  • 1994 - რუსეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1986 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1976 - ლენინური პრემია
    ჰიპერბარული ოქსიგენაციის შესწავლისა და ამ მეთოდის ქირურგიაში დანერგვისათვის ვ. ბურაკოვსკისთან და ვ. ბუხარინთან ერთად