The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარიამ ბოკერია

დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1901
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1975  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს.

1947-1974წწ. იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე; 1974-1975წწ. ამავე კათედრის კონსულტანტი; შეისწავლა ქრომაფინული სისტემის განვითარება ბავშვებში და მისი ცვლილებები ბავშვთა ზოგიერთი დაავადების დროს, სასუნთქი გზების დაავადებანი ბავშვებში, ბავშვთა ტუპერკულოზის თავისებურებანი და სხვ. იკვლევდა მუცლადყოფნის დროს განვითარებულ ბავშვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის მიზეზებს. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1950), პროფესორი(1950). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1960-1971)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია