The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მანანა ბოკუჩავა

მანანა ბოკუჩავა
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1996წწ. იყო ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასისტენტი; 1994 წლიდან – დოცენტი, 1995 წლიდან ამავე აკადემიის ფსიქიატრიის კურსის ხელმძღვანელი; 1997 წლიდან კლინიკური განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის; არის კლინიკური განყოფილების სამეცნიერო ხემძღვანელი, კონსულტაციებს უწევს ავადმყოფებს. ექიმი–ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მანიაკალური შეტევებით მიმდინარე შიზოფრენიის კლინიკური თავისებურებები", დაიცვა 1986 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, წევრი