The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მამუკა ბოკუჩავა

მამუკა ბოკუჩავა
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:ანგიოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1985-1987 წლებში იყო კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მიკროქირურგიის ლაბორატორიის კლინიკური ორდინატორი. 1987-1989 წლებში მუშაობდა ამავე ლააბორატორიაში უმცროს ლაბორანტად. 1989-1993 წლებში - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წლიდან ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. ამჟამად მუშაობს აკად. ნ. ბოხუას სახელობის ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლად. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1997 წ.). აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომი.

ტრეინინგული პროგრამები: 
2009 წლის აგვისტო - მონტეკარლო - მსოფლიო ფლემოლოგთა კონგრესი;
2009 წლის ივლისი - ბოსტონი (ა.შ.შ.) ოპერაციებისა და თრომბოზის მსოფლიო კონგრესი;
2008 წლის ივნისი - ათენი - ანგიოლოგთა მსოფლიო კონგრესი;
2008 წლის ივლისი - ევროპის ფლებოლოგთა კონგრესი (ბარსელონა, ესპანეთი);
2008 წლის ივლისი - ვენა (ავსტრია) - ჰემოსთაზისა და თრომბოზის ევროპის კონგრესი;
2007 წ. ივლისი - ევროპის ფლებოლოგთა კონგრესი (სტამბული - თურქეთი);
2007 წ. ივნისი ჟენევა (შვეიცარია) ანგიოლოგთა მსოფლიო კონგრესი.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ. N 5
    ტელეფონი:(995 32) 251 70 08
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:http://www.angio.ge/