შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ლავრენტის ძე ჟვანია![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1947-1958 წწ. წარჩინებით დაამთავრა ქ.თბილისის N53 საჯარო სკოლა. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1964-1966 წწ. მუშაობდა ქ.ბორჯომში სანატორიუმის ექიმად. 1966-1990წწ. უროლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1998წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება პიელონეფრიტის ეტიო-პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხებს. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გლუკოკორტიკოიდული და იმუნური უკმარისობის კორექცია ქრონიკული პიელონეფრიტის დროს", დაიცვა 1994 წელს. ამჟამად არის ალ.წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის პირველი უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიური დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |