The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნუგზარ ბოლქვაძე

დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს.

1987–1999წწ. იყო პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. დღემდე აღნიშნული ინსტიტუტის თანამშრომელია; 1999 წლიდან ულტრასონოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის ბავშვთა ასაკის ანემიებზე; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ერითრონის ასაკობრივი თავისებურებანი ნორმასა და პათოლოგიური მდგომარეობების დროს". ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალურ–ნერვული სისტემის დაზიანების გენებში ტვინის საწინააღმდეგო ანტისხეულების როლი ახალშობილთა ჰომოლიზური დაავადების დროს", დაიცვა 1994 წელს.